Sunday, 26 October 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

       დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული იყო,განსაკუთრებით შრომატევადი აღმოჩნდა  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და  პროექტის დაწყების წინ გამოსაყენებელი შეფასების ინსტრუმენტების შერჩევა.მინდა რომ ჩემს მიერ  შერჩეული შეფასების ინსტრუმენტები და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები  ჩემი თემის ადეკვატური იყოს.

მესამე დღის რეფლექსია

       დღეს ჩვენ გავეცანით პროექტების დაგეგმვას სტანდარტების დახმარებით,დავსახეთ  პროექტის მიზნები და შედეგები. სამუშაო საკმაოდ რთული აღმოჩნდა,მაგრამ ტრენერის დახმარებით მივიღეთ ყველა ბუნდოვან საკითხზე  ამომწურავი პასუხი.

Saturday, 25 October 2014

I მოდულის რეფლექსია

           I მოდული საინტერესოდ დაიწყო,უფრო მეტად დავფიქრდი ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში,ვისწავლე ბეჭდური პუბლიკაციების მომზადება და ატვირთვა,რაც მეტ  საშუალებას იძლევა მშობელთა ინტერესი და ჩართულობა სასწავლო პროცეში გაიზარდოს.
           დღევანდელმა  დღემ საინტერესოდ ჩაიარა ტრენერით კმაყოფილი დავრჩი,მინდა ურგანიზებულად დავგეგმო სასწავლო პროექტები და იმედი მაქვს ეს ტრენინგი ამაში დამეხმარება.