Saturday, 15 November 2014

მერი მაღრაძის პროექტის პორტფოლიო

მეცხრე დღის რეფლექსია

      ტრენინგის ბოლო დღემ საინტერესოდ ჩაიარა,შევამოწმეთ ჩვენი საქაღალდე და გავასრულყოფილეთ. გავაკეთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე. ტრენინგი  მეტად მნიშვნელოვანი  აღმოჩნდა ,ჩემი მოლოდინები გამართლდა,ტრენერიც  ძალიან კარგი პიროვნება იყო.კმაყოფილი დავრჩი მასთან ურთიერთობით. იმედი მაქვს ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება და სასწავლო პროექტებს წარმატებით განვახორციელებ.

Sunday, 9 November 2014

მერვე დღის რეფლექსია

     მერვე ტრენინგ-დღეს გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მეთოდებს,  ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ სსსმ მოსწავლეებთან დაკავშირებით   წაიკითხა მინი ლექცია,რომელიც მეტად საინტერესო აღმოჩნდა თემის აქტუალობიდან გამომდინარე.  გავასრულყოფილეთ და დროში გავწერეთ ჩვენი პროექტი.

Saturday, 8 November 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

       ვიმუშავეთ  პროექტის გეგმის სრულყოფისათვის. ტრენერთან ერთად მოვახდინეთ მოსწავლის პრეზენტაციის განხილვა . გავუზირეთ ერთმანეთს პრეზენტაციები.

Sunday, 2 November 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

   ვიმუშავე პრეზენტაციიის ნიმუშზე,მოვიძიე სურათები და ვიდეოები პროექტისთვის,ვფიქრობ სამუშაოს თავი გავართვი,კმაყოფილი ვარ დგევანდელი დღით.

Saturday, 1 November 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

 დღევანდელ დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, რაც მნიშვნელოვანია სწავლა_სწავლების შესაფასებლად. ვნახეთ და შევარჩიეთ მრავალფეროვანი რუბრიკებიდან  ჩვენი პროექტისათვის შესაფერისი შეფასების რუბრიკები. მინდა ავღნიშნო, რომ დღევანდელი დღეც იყო საკმაოდ პროდუქტიული, რადგან შევეხეთ როგორც ნაცნობ ასევე ბევრ უცხო და სასარგებლო ინფორმაციას

Sunday, 26 October 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

       დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული იყო,განსაკუთრებით შრომატევადი აღმოჩნდა  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და  პროექტის დაწყების წინ გამოსაყენებელი შეფასების ინსტრუმენტების შერჩევა.მინდა რომ ჩემს მიერ  შერჩეული შეფასების ინსტრუმენტები და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები  ჩემი თემის ადეკვატური იყოს.

მესამე დღის რეფლექსია

       დღეს ჩვენ გავეცანით პროექტების დაგეგმვას სტანდარტების დახმარებით,დავსახეთ  პროექტის მიზნები და შედეგები. სამუშაო საკმაოდ რთული აღმოჩნდა,მაგრამ ტრენერის დახმარებით მივიღეთ ყველა ბუნდოვან საკითხზე  ამომწურავი პასუხი.

Saturday, 25 October 2014

I მოდულის რეფლექსია

           I მოდული საინტერესოდ დაიწყო,უფრო მეტად დავფიქრდი ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში,ვისწავლე ბეჭდური პუბლიკაციების მომზადება და ატვირთვა,რაც მეტ  საშუალებას იძლევა მშობელთა ინტერესი და ჩართულობა სასწავლო პროცეში გაიზარდოს.
           დღევანდელმა  დღემ საინტერესოდ ჩაიარა ტრენერით კმაყოფილი დავრჩი,მინდა ურგანიზებულად დავგეგმო სასწავლო პროექტები და იმედი მაქვს ეს ტრენინგი ამაში დამეხმარება.